რეგისტრაცია

დაიწყე ახალი თავგადასავალი ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად

დაიწყე
Hero image

35-წლიანი წარმატების ისტორიის მქონე კომპიუტერული სკოლა მზიური თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის პარტნიორია

როგორც დაგპირდით, თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში კლუბურ ფორმატში აქტივობებს განახორციელებენ თავისი მიმართულებით ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო საგანმანათლებლო ცენტრები ან/და პროფესიონალები.

ერთ-ერთი ასეთი ცენტრი, რომელსაც ექნება ფილიალი ჩვენ სკოლაში და უზრუნველყოფს ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას პროგრამირების მიმართულებით, არის 35-წლიანი წარმატების ისტორიის მქონე კომპიუტერული სკოლა “მზიური”, რომლის კურსდამთავრებულებიც აგრძელებენ:

სწავლას საზღვარგარეთის ისეთი მაღალი რეიტინგის მქონე უნივერსიტეტებში, როგორებიცაა MIT (Massachussetts Institute of Technologies), West Point (American Military Academy), Florida Institute of Technology (Florida Tech) და სხვ.

მუშაობას წამყვან პოზიციებზე ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტ კომპანიებში, როგორებიცაა Google, Microsoft, Facebook, Dropbox და სხვ.

მზიურის მოსწავლეები ცენტრის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მუდმივად არიან საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულთა შორის და მუდმივად ხვდებიან ქვეყნის ნაკრებში. მათ ქვეყანას მოუტანეს უამრავი მედალი და სხვადასხვა ხარისხის დიპლომი, მათ შორის ყველაზე მაღალი ჯილდოები ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადებზე:

6 ოქროს მედალი;

6 ვერცხლის მედალი;

24 ბრინჯაოს მედალი.

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი კოორდინაციას გაუწევს თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში კლუბის ფორმატში ჩვენი მოსწავლეებისთვის პროგრამირების ისეთი მიმართულებების სწავლებას, როგორიცაა:

python

C++ და ალგორითმები

ვებპროგრამირება

კომპიუტერული თამაშების პროგრამირება

C#

JAVA

კლუბში გასაწევრიანებლად მშობელს არ მოუწევს დამატებითი საფასურის გადახდა.

ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, რომლებიც ჩვენ მოსწავლეებს უზრუნველყოფს ამ საუკუნის წარმატებული მოქალაქისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით.